четверг, 24 апреля 2014 г.

  დედამიწის  დღესთან  დაკავშირებით  22 აპრილს   სოფელ  ასურეთის  სამოქალაქო  კლუბ ,, გალაქტიკის” წევრებმა  და  საჯარო  სკოლის  მოსწავლეებმა განახორციელეს  აქტივობა ,, გაუფრთხილდი  და დაიცავი  გარემო” .  ვინაიდან  მსოფლიოს  წინაშე დგას ეკოლოგიური  პრობლემა,  რომელიც გამოწვეულია გარემოს  დაბინძურებით.  ადამიანების მიერ  დაუდევრად  დაყრილი  საყოფაცხოვრებო ნარჩენები  ხელს  უწყობს  სხვადასხვა  დავადების  გავრცელებას.
        გააცნობიერეს რა  მოსწავლეებმა  დანაგვიანებით გამოწვეული  საფრთხე,  ცდილობდნენ  საკუთარი  წვლილი  შეეტანათ  ამ პრობლემის  გადაწყვეტაში, დაასუფთავეს  სკოლისა  და  სოფლის  მიმდებარე ტერიტორია.  მოუწოდეს  სოფლის  მოსახლეობას,  რომ  გამოუმუშავდეთ მზრუნველი  დამოკიდებულება  ბუნებისადმი.




понедельник, 25 ноября 2013 г.


22  ნოემბერს  სოფელ  ასურეთის  საჯარო სკოლის სამოქალაქო    განათლების პედაგოგებმა მ.   წერეთელმა და ი.  გორგასლიძემ  ჩაატარეს  ინტეგრირებული  გაკვეთილი თემაზე ,,დემოკრატიადა ტოლერანტობა”. გაკვეთილს  ესწრებოდა  სამოქალაქო  განათლების  სახელმძღვანელოს  ავტორი  ქალბატონი ნინო  ბესელია. მოსწავლეებმა  წარმოადგინეს  საინტერესო მაგალითები როგორცლიტერატურული ნაწარმოებებიდან  ასევე  ისტორიული  ფაქტებიდან.  აღნიშნული  თემის  ირგვლივ  გაიმართა  საინტერესო  დისკუსია თემებზე, რომ  ტოლერანტი  ადამიანი  არის  სულიერად  მდიდარი, შემწყნარებელი,  პაივს  სცემს  სხვა  რელიგიის,  ეროვნების  და   რასის  წარმომადგენლებს.  


среда, 5 июня 2013 г.

        31 მაისს  სოფელ  ასურეთის  საჯარო  სკოლის სამოქალაქო კლუბმა ,,გალაქტიკამ”,   ჩაატარა  კონფერენცია, რომელიც  მიეძღვნა  ჯანდაცვის  მსოფლიო  ორგანიზაციის  დღეს- ,,მსოფლიო თამბაქოს გარეშე”. კონფერენციაზე   განსაკუთრებული  ყურადღება  დაეთმო  თემას:   ,, მოზარდი  და  თამბაქო”.  კლუბის  წევრებმა  აქცენტი  გააკეთეს  თამბაქოს  მავნე  ზეგავლენასა  და  მისგან  გამომწვევ  რისკებზე.  ბავშვებმა  მოიძიეს  სტატისტიკური  მონაცემები,დახატეს პოსტერები და  შეადგინესსლოგანები.

                                                                                                                                                                   











воскресенье, 14 апреля 2013 г.

          ასურეთის  საჯარო სკოლის  სამოქალაქო განათლების კლუბ   ,,გალაქტიკის” ორგანიზებით 8 აპრილს  სკოლაში  ჩატარდა  კონფერენცია  თემაზე -,,დედამიწა ჩვენი სახლია”.   კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეების  ინფორმირება,  დაიცვან ჩვენი პლანეტა გაჭუჭყიანებისაგან  და  გონივრულად  გამოიყენონ  მათ  ხელთ არსებული  რესურსები. 

    








   




          აღნიშნული  თემის  ირგვლივ  გაიმართა  დისკუსია: ,, რა  მიმაჩნია  ეკოლოგიურ  პრობლემად  და რას  ვაკეთებ  მე  ამ  პრობლემის  გადასაჭრელად”


               








    

      კონფერენციის  დასრულების  შემდეგ  მოსწავლეებმა დაამზადეს  
ჩიტების  სახლები 
და სკოლის   მიმდებარე ტერიტორიაზე  არსებულ  ხეებზე  დაამაგრეს.    . 
        













среда, 5 декабря 2012 г.

              1   დეკემბერს   ასურეთის   საჯარო   სკოლაში, სამოქალაქო კლუბ ,,გალაქტიკის" ინიციატივით ჩატარდა აივ ინფექცია შიდსთან ბეძოლის თემაზე  სემინარი. კლუბის   წევრებმა  შეიმუშავეს  სლოგანები, დაამზადეს ემბლემები, გადაიღეს სურათები. ნაჩვენები იქნა ფილმი ,,სტიგმა", დასასრულს გაიმართა დისკუსია.




















суббота, 13 октября 2012 г.


მოგესალმებათ ასურეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი ,,გალაქტიკა"                                                             


                                                       
           15  სექემბერს ასურეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბი სწევრებმა მონაიწლეობა     მიიღეს   რეგიონალურ აქტივობაში_  ,,გავაკეთოთ   ეს    ქვემო ქართლში", რომელიც სკოლის შენობის და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას    გულისხმობდა.