ასურეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ ,,გალაქტიკის” ორგანიზებით 8 აპრილს სკოლაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე -,,დედამიწა ჩვენი სახლია”. კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეების ინფორმირება, დაიცვან ჩვენი პლანეტა გაჭუჭყიანებისაგან და გონივრულად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული რესურსები.
აღნიშნული თემის ირგვლივ გაიმართა დისკუსია: ,, რა მიმაჩნია ეკოლოგიურ პრობლემად და რას ვაკეთებ მე ამ პრობლემის გადასაჭრელად”
კონფერენციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა დაამზადეს
ჩიტების სახლები
და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხეებზე დაამაგრეს. .
Комментариев нет:
Отправить комментарий