четверг, 24 апреля 2014 г.

  დედამიწის  დღესთან  დაკავშირებით  22 აპრილს   სოფელ  ასურეთის  სამოქალაქო  კლუბ ,, გალაქტიკის” წევრებმა  და  საჯარო  სკოლის  მოსწავლეებმა განახორციელეს  აქტივობა ,, გაუფრთხილდი  და დაიცავი  გარემო” .  ვინაიდან  მსოფლიოს  წინაშე დგას ეკოლოგიური  პრობლემა,  რომელიც გამოწვეულია გარემოს  დაბინძურებით.  ადამიანების მიერ  დაუდევრად  დაყრილი  საყოფაცხოვრებო ნარჩენები  ხელს  უწყობს  სხვადასხვა  დავადების  გავრცელებას.
        გააცნობიერეს რა  მოსწავლეებმა  დანაგვიანებით გამოწვეული  საფრთხე,  ცდილობდნენ  საკუთარი  წვლილი  შეეტანათ  ამ პრობლემის  გადაწყვეტაში, დაასუფთავეს  სკოლისა  და  სოფლის  მიმდებარე ტერიტორია.  მოუწოდეს  სოფლის  მოსახლეობას,  რომ  გამოუმუშავდეთ მზრუნველი  დამოკიდებულება  ბუნებისადმი.




Комментариев нет:

Отправить комментарий