понедельник, 25 ноября 2013 г.


22  ნოემბერს  სოფელ  ასურეთის  საჯარო სკოლის სამოქალაქო    განათლების პედაგოგებმა მ.   წერეთელმა და ი.  გორგასლიძემ  ჩაატარეს  ინტეგრირებული  გაკვეთილი თემაზე ,,დემოკრატიადა ტოლერანტობა”. გაკვეთილს  ესწრებოდა  სამოქალაქო  განათლების  სახელმძღვანელოს  ავტორი  ქალბატონი ნინო  ბესელია. მოსწავლეებმა  წარმოადგინეს  საინტერესო მაგალითები როგორცლიტერატურული ნაწარმოებებიდან  ასევე  ისტორიული  ფაქტებიდან.  აღნიშნული  თემის  ირგვლივ  გაიმართა  საინტერესო  დისკუსია თემებზე, რომ  ტოლერანტი  ადამიანი  არის  სულიერად  მდიდარი, შემწყნარებელი,  პაივს  სცემს  სხვა  რელიგიის,  ეროვნების  და   რასის  წარმომადგენლებს.  


среда, 5 июня 2013 г.

        31 მაისს  სოფელ  ასურეთის  საჯარო  სკოლის სამოქალაქო კლუბმა ,,გალაქტიკამ”,   ჩაატარა  კონფერენცია, რომელიც  მიეძღვნა  ჯანდაცვის  მსოფლიო  ორგანიზაციის  დღეს- ,,მსოფლიო თამბაქოს გარეშე”. კონფერენციაზე   განსაკუთრებული  ყურადღება  დაეთმო  თემას:   ,, მოზარდი  და  თამბაქო”.  კლუბის  წევრებმა  აქცენტი  გააკეთეს  თამბაქოს  მავნე  ზეგავლენასა  და  მისგან  გამომწვევ  რისკებზე.  ბავშვებმა  მოიძიეს  სტატისტიკური  მონაცემები,დახატეს პოსტერები და  შეადგინესსლოგანები.

                                                                                                                                                                   











воскресенье, 14 апреля 2013 г.

          ასურეთის  საჯარო სკოლის  სამოქალაქო განათლების კლუბ   ,,გალაქტიკის” ორგანიზებით 8 აპრილს  სკოლაში  ჩატარდა  კონფერენცია  თემაზე -,,დედამიწა ჩვენი სახლია”.   კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეების  ინფორმირება,  დაიცვან ჩვენი პლანეტა გაჭუჭყიანებისაგან  და  გონივრულად  გამოიყენონ  მათ  ხელთ არსებული  რესურსები. 

    








   




          აღნიშნული  თემის  ირგვლივ  გაიმართა  დისკუსია: ,, რა  მიმაჩნია  ეკოლოგიურ  პრობლემად  და რას  ვაკეთებ  მე  ამ  პრობლემის  გადასაჭრელად”


               








    

      კონფერენციის  დასრულების  შემდეგ  მოსწავლეებმა დაამზადეს  
ჩიტების  სახლები 
და სკოლის   მიმდებარე ტერიტორიაზე  არსებულ  ხეებზე  დაამაგრეს.    .